თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს წევრთან ნათია მოდებაძესთან და ისნის რაიონის გამგებელთან ნიკა ელისაშვილთან ერთად, თბილისის 86-ე საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ქვეყნის წარმატების გარანტი მასწავლებლის პროფესიაა, რომლის როლი თაობათა აღზრდის პროცესში განუსაზღვრელია.
„ყველა პედაგოგს ვულოცავ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს და მადლობა თითოეულს თავდაუზოგავი შრომისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება რაიონული მასშტაბისაა, რადგან დღევანდელ დღეს ესწრება ისნის რაიონში მდებარე ყველა სკოლის დირექტორი და მასწავლებელი“- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
როგორც თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, თბილისის 86-ე საჯარო სკოლის ისტორიული შენობა 1933 წელს აშენდა, თუმცა სიძველის გამო რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ძველი შენობის ადგილზე ახალი სასკოლო კომპლექსის აშენების გადაწყვეტილება მიიღო და 86-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახლად აშენებულ შენობაში დაიწყეს.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს და მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება სწორედ იმ წვლილს აჩვენებს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023საკრებულოში საქართველოს „ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულზე მოსწავლე- ახალგაზრდების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართა
ოქტომბერი 10,2023კახაბერ ლაბუჩიძის ინიციატივით პოეტ გენო კალანდიას ახალი წიგნის „აფხაზური რვეულიდან“ პრეზენტაცია გაიმართა
სექტემბერი 28,2023