თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს, ზურაბ უტიაშვილს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, კახა ლაბუჩიძემ და ზურაბ უტიაშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და ისნის რაიონის სამაჟორიტაროში შესული კორესპონდენციები განიხილეს. ამასთან, შეხვედრაზე თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობაზეც ისაუბრეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით ხორციელდება.
ზურაბ უტიაშვილმა მაჟორიტარ დეპუტატს სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საცხოვრებელ კომპლექსში, რომლის მშენებლობაც 2025 წლის ბოლომდე დასრულდება, 2400 დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბინებს მიიღებს.
კახა ლაბუჩიძემ და ზურაბ უტიაშვილმა შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.