თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახა ლაბუჩიძე, რომელიც ამავდროულად ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრია, ისნის რაიონში მდებარე N103-ე საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის დირექტორთან, არჩილ ჩხაიძესთან ერთად მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ქალაქ თბილისის N103 საჯარო სკოლა ისნის რაიონში მდებარეობს. სკოლაში სწავლება ქართულ-სომხურად მიმდინარეობს და ამჟამად 1230 მოსწავლეა რეგისტრირებული.
„დღეს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ვულოცავ ყველას სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. პირველ ნაბიჯებთან ერთად, ისინი ეუფლებიან ცოდნას, შრომისმოყვარეობას, მიზანსწრაფვას, ჰუმანიზმს, რაც ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის მომავალს ესაჭიროება. ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას მშობლებსა და პედაგოგებს, რომელთა როლი ბავშვის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
სკოლა მატერიალურ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით გამართულია. სკოლაში არის ექიმისა და ფსიქოლოგის კაბინეტი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის – მოწყობილია მათ საჭიროებაზე მორგებული სასწავლო ოთახი.
კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023საკრებულოში საქართველოს „ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულზე მოსწავლე- ახალგაზრდების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართა
ოქტომბერი 10,2023კახაბერ ლაბუჩიძის ინიციატივით პოეტ გენო კალანდიას ახალი წიგნის „აფხაზური რვეულიდან“ პრეზენტაცია გაიმართა
სექტემბერი 28,2023