დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ლაბუჩიძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე ვაზისუბნის დასახლებაში, N90 საჯარო სკოლის მიმდებარედ, არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური.
ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 16 000 კვადრატული მეტრია, სრულად რეაბილიტირდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სასეირნო სივრცეები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ფანჩატურები, ასევე შადრევანი; ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო სამუშაოები, დაირგვება მწვანე ნარგავები და დაითესება ბალახი. ბავშვებისთვის დამონტაჟდება ატრაქციონები და მოეწყობა სკეიტ პარკი პროექტის ფარგლებში.
სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.