თბილისში, 300 არაგველის სახელობის სკვერში, „კრწანისობა 2023“ -თან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც, კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა, თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.
კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისის დასრულებისთანავე ღონისძიების კულტურული ნაწილი დაიწყო. 300 არაგველის სკვერში მისული მოსახლეობის წინაშე ანსამბლები „თბილისი“ და „ალილო“ წარსდგნენ. ღონისძიების ფარგლებში, კრწანისის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნახატების გამოფენაც მოეწყო.
როგორც საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა, ლევან ჯაფარიძემ განაცხადა, კრწანისობა, მთელი თბილისისთვის, განსაკუთრებით კი კრწანისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის საკუთარი თავი გაწირეს და შექმნეს ის რეალობა, რა რეალობაშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ თავგანწირვას და მუდამ მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას“- განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.