დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის გახსნას დაესწრო.
ფესტივალი თბილისის მერიის დაფინანსებით, დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და საკრებულოს მხარდაჭერით ხორციელდება.
თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი დედაქალაქში წელს პირველად ტარდება და მიზნად ისახავს, არა სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ მყოფი თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობას, გააქტიურებას და მოტივაციას.
„გადაჭარბებული არ იქნება შეფასება, რომ თბილისური ანსამბლების ღვაწლი ფასდაუდებელია ჩვენი ქალაქის კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში. ფასდაუდებელია მათი ღვაწლი მრავალხმიანობის გადარჩენაშიც. სწორედ ასეთ ანსამბლებში აღზრდილებით კომპლექტდება დღეს სახელმწიფო ანსამბლები, ისინი ქმნიან ფოლკლორის დღევანდელ და ხვალინდელ დღეს“. - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ხელოვნების მხარდაჭერა და ყველა იმ ადამიანის პატივისცემა, ვისი ღვაწლიც განსაკუთრებულია ქართული კულტურის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, სულ რამდენიმე დღის წინ საკრებულოს გადაწყვეტილებით თბილისში მდებარე რამდენიმე ქუჩას დიდი ქართველი ფოლკლორისტების - ანზორ ერქომაიშვილის, ჯემალ ჭკუასელის, კუკური ჭოხონელიძისა და გომარ სიხარულიძის სახელები მიენიჭა.
ბავშვთა ფოლკლორულ ფესტივალში წელს 10 გუნდი და 700-მდე ბავშვი მონაწილეობს, თუმცა სამომავლოდ გუნდების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.
თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები მაია მიქაბერიძე და დავით ცინცაძე არიან. ხოლო, ჟიურის კომპოზიტორი და მუსიკოსი - დავით ევგენიძე, გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი - თეონა ცირამუა, ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენელი, ეთნომუსიკოლოგი - ნანა ვალიშვილი წარმოადგენდა.
ფესტივალის გახსნას, რომელსაც ეთნომუსიკოლოგი გია ბაღაშვილი უძღვებოდა დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023საკრებულოში საქართველოს „ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულზე მოსწავლე- ახალგაზრდების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართა
ოქტომბერი 10,2023კახაბერ ლაბუჩიძის ინიციატივით პოეტ გენო კალანდიას ახალი წიგნის „აფხაზური რვეულიდან“ პრეზენტაცია გაიმართა
სექტემბერი 28,2023