თბილისის ზღვის მიმდებარედ, ზარაშვილისა და გ. ქუთათელაძის ქუჩების მომიჯნავედ არსებულ 18.3 ჰექტარ ფართობზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, დედაქალაქის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ტოგონიძემ მიიღეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის 13 579 ძირი მწვანე ნარგავი დაირგვება, მათ შორის, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, იფანი, ჰიმალაის კედარი, ჩვეულებრივი ნუში, ცაცხვი და ზეთის ხილი. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა და დარგული ნერგების მოვლა-პატრონობა ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.
დედაქალაქის მერიის პროექტის მიზანი თბილისის ზღვაზე, ზურა წერეთლის მემორიალის მიმდებარედ წინა წლებში არსებული და ამჟამად დეგრადირებული ტყის აღდგენაა.
გამწვანების აქციაში შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები და გამგეობის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.