თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი თურმანიძე და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია ჩუღურეთის რაიონში მდებარე 68-ე და 69-ე ბაგა-ბაღებს ეწვივნენ.
სტუმრებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაათვალიერეს გარემო, სადაც ბავშვები ადრეული და სკოლამდელი განათლების პროცესს გადიან. შეხვდნენ აღმზრდელებს და აღსაზრდელებთან მუშაობის პრინციპზე, დანერგილ სიახლეებზე, ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნისა და საგანმანათლებლო პროცესში არსებული ინკლუზიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ბავშვებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა ჩვენი მთავარი გზავნილია. მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ბაღის როლი. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩართულობით ბავშვებზე ზრუნვის ხარისხი დღითიდღე იზრდება. ამ პროცესში თითოეული ჩვენგანის აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ეს არის“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 27,2022თბილისის საკრებულოს წევრებმა კრწანისის რაიონში მდებარე სოციალურად დაუცველთა სასადილო დაათვალიერეს
აგვისტო 15,2022გიორგი ბირბიჩაძე და ქეთევან ჯოხაძე ,,ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის" წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 08,2018