თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძესა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ილია ღუდუშაურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა სხვადასხვა ფედერალურ და თვითმმართველობის პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ისაუბრეს. ასევე, ამ მიმართულებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამინისტროს შორის სამომავლო ურთიერთობისა და პროგრამების -ქვეპროგრამების განხორციელების პროცესში მჭიდრო კომუნიკაციის გეგმა დასახეს.
„ფედერალურ და მუნიციპალურ დონეზე არსებული პროგრამების და ქვეპროგრამების განხორციელების პროცესში, უმნიშვნელოვანესია ჩვენი მჭიდრო კომუნიკაცია. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. გამოიკვეთა მნიშვნელოვანი კონტურები, დაისახა სამომავლო ურთიერთობის გეგმა, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას.-“განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.