თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძის ინიციატივით დაწყებული კამპანია „გაამწვანე სამგორი“ გრძელდება. ამჯერად გამწვანების აქცია სააქციო საზოგადოება „ნიკორას” მხარდაჭერით და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანადგომით გაიმართა.
ვარკეთილი 3-ის I მიკრორაიონში საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე მდებარე ე.წ. სკეიდპარკის 2 ჰა-ზე მეტ ტერიტორიაზე 200-მდე ძირი არიზონის კვიპაროსის ხე დაირგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა რევაზ სოხაძესთან ერთად სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებმა მიიღეს.
კამპანია „გაამწვანე სამგორის“ ფარგლებში ამ დროისთვის ასი ათასზე მეტი ხე-მცენარეა დარგული.