ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე ერთი კილომეტრი სიგრძის ბულვარი გაიხსნა.
სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი საკრებულოში რევაზ სოხაძე, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსთან გიგა გიგაშვილთან, სამგორის რაიონის გამგებელთან კახა სამხარაძესთან და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
რიგის პარკსა და მიმდებარედ არსებულ ბულვარში, რომელთა საერთო ფართობიც შვიდ ჰექტარს შეადგენს, საბავშვო და სპორტული მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობისა და განათების სისტემები მოეწყო, ცენტრალურ ნაწილში კი, მედიათეკის მიმდებარედ განთავსდა შადრევანი.
რიგის პარკის სრული ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდა.