თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან და მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების შედეგად გზის საფარი განახლდა და ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ზურაბ აბაშიძის თქმით, იუნკერთა ქუჩაზე, მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა და ერთი ნახევარი მთლიანად ჩამოანგრია. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული ფერდის გამაგრების სამუშაოების შემდეგ კი აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები მოეწყო და რკინაბეტონის კედელი აშენდა.
დაბა კოჯორში, თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ლევან ნაროუშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.