გლდანის რაიონში ი. ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების კვეთაზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა. გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბერს დაიწყო.
დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას ქორეოგრაფიული ანსამბლი “ეგრისი”, ფოლკლორული ანსამბლი “ჩირაღდანი” და ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბარაკონი” იღებდნენ.
ყოველდღიურ საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობას - ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები, ფოლკლორული ანსამბლები და სამუსიკო სკოლები იღებენ.