თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, ვაკის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან, ერთად ვაკის რაიონში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებითი სამუშაოები დაათვალიერა.
ამჯერად გზის საფარის მოწესრიგება ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მე-11 კორპუსისა და ჟღენტის ჩიხის N5-N10-ის მიმდებარედ მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად ქუჩაზე, სადაც გრუნტის გზაა, დაიგება ასფალტის საფარი.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის გზის საფარის აღდგენა-რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი კი მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს ქალაქის ინფრასტრუქტურის მთავარ მოსარგებლეზე - თითოეულ მოქალაქეზე. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მე-11 კორპუსისა და ჟღენტის ჩიხის N5-N10-ის მიმდებარედ მიმდინარეობს ადრე არსებული გრუნტის გზის ასფალტის საფარით შეცვლა. ორივე ლოკაციაზე საგზაო სამუშაოები 2500კვ. მეტრამდე ფართობს მოიცავს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება. გზების რეაბილიტაციას, გამგეობის დაკვეთით, შპს “ლუკრი” აწარმოებს.