თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით კამპანიის ,,არა ქალზე ძალადობას“ ფარგლებში, საბჭოს წევრებმა, „ახმეტელის მეტროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.
საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისის მერის მრჩეველმა გენდერის საკითხებზე ნინო ბურძენიძემ, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ და თბილისის ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულების წარმომადგენლებმა მიიღეს.
გენდერული თანასწორორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვენლოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება იმ სერვისების შესახებ, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. შესაბამისად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან თანამშრომლობით სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მსოფლიოს 187 ქვეყანაში აღინიშნება.