ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით თბილისის საკრებულოში სკოლა ,,მერმისის“ მე-8 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლეს.
მოსწავლეებმა საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში შეხვედრა დიალოგის ფორმატში გააგრძელეს.
შეხვედრაზე მოსწავლეებს საკრებულოს ფუნქციები, მუნიციპალური პროგრამები და დედაქალაქში დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტები თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ, გააცნეს.
შეხვედრის მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, მათი ინფორმირებულობის გაზრდა მუნიციპალიტეტის საქმიანობის, ახალგაზრდული პროგრამების და სერვისების მიწოდების მიმართულებით გახლდათ.
ღონისძიების დასასრულს გურამ ოქროპირიძემ სკოლა „მერმისის“ მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე წინასწარ მოულოცა და 1 ივნისის აღსანიშნავად ვასო გოძიაშვილის პარკში მიიწვია, სადაც საბავშვო ღონისძიებები ჩატარდება.