10 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი
1. ქ. თბილისში, ისნის რაიონში, სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მაიორი ჯუმბერ მჭედლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
2. ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე უსახელო ბაღისთვის მწერალი მიხეილ ჯავახიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
3. ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ზურაბ ქვლივიძის ქუჩის შესახვევისთვის პედაგოგი, ჟურნალისტი ივანე როსტომაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
4. ქ. თბილისში, გლდანის რაიონში კასკადის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული, უფროსი სერჟანტი გოჩა ცქიტიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
5. ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში სანდრო ახმეტელის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის მსახიობი ზურაბ ქაფიანიძის სახელის მინიჭების შესახებ.
6. ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში მიხეილ ჭიაურელის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის მიხეილ ჭიაურელის სახელის მინიჭების შესახებ
7. ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში მიხეილ ჭიაურელის ქუჩის მონაკვეთისთვის აკადემიკოსი, ანატომი ნინო ჯავახიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
8. ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ კიკეთში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გაგრძელებისა და მასთან არსებული III ჩიხისთვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების შესახებ
9. ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში მონადირის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის მონადირის III შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
10. ქ. თბილისში, სამგორის რაიონში კორნელი სანაძის ქუჩის გაგრძელებისა და მასთან არსებული შესახვევისთვის კორნელი სანაძის III შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
11. ქ.თბილისში, სამგორის რაიონში დიდ ლილოში ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და I გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი კონსტანტინე ანდრიაძის სახელის მინიჭების შესახებ
12. ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ორი გასასვლელისთვის ირინა ენუქიძის სახელის მინიჭების შესახებ
13. „ქ.თბილისში, ისნის რაიონში, მიხეილ აბრამიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული უფროსი ლეიტენანტი ბესო ბერიას სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 27 ნოემრის №456 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
14. ქ. თბილისში, სამგორის რაიონში ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული უფროსი ლეიტენანტი ბესო ბერიას სახელის მინიჭების შესახებ