13 ოქტომბერს 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართება, რომელზეც ფრაქციის თავმჯდომარე რიმა ბერაძე დედაქალაქის რაიონული გამგეობების 9 თვის მანძილზე გაწეული მუშაობის ანალიზით წარსდგება.
ფრაქციის სხდომას დედაქალაქის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან თევზაია, შპს ,,ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ლაშა სამხარაძე, რაიონების გამგებლები და მოადგილეები, ასევე საკრებულოს სამაჟორიტარო ბიუროების ხელმძღვანელები დაესწრებიან.