19 მაისს 11:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
1 ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ჩინეთის საელჩო საქართველოში შორის ,,ქ. თბილისი, ატენის ქ. N16-ში მდებარე სპორტული მოედნის რეაბილიტაციისა და წყნეთი, აფხაზეთის ქ. N23-ში ორი კომპლექსი ფიტნეს ტრენაჟორის მოწყობის შესახებ’’ საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი (საფუძველი წერილი #12-032312440-03, 04.05.2023წ.).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი
დავით კვინიკაძე
2 "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის N19-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი (საფუძველი წერილი #12-032313081-03, 10.05.2023წ.).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი
გაიოზ თალაკვაძე
მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა
3 „ქ. თბილისში, ვაზისუბნის IV მ/რ-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (ს/კ: N01.17.07.030.022) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი (საფუძველი წერილი #12-032311723-03, 27.04.2023წ.).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი
ირაკლი თავართქილაძე
4 „ქ. თბილისში, გიორგი ბრწინვალეს ქ. N49-ში მდებარე 19226 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ: 01.10.06.001.299) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი (საფუძველი #12-0323137108-03, 17.05.2023წ.)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი
ირაკლი თავართქილაძე
5 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქონების მართვის სააგენტოსა და ა(ა)იპ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (ს/ნ. 201990079) შორის 2019 წლის 28 ოქტომბერს გაფორმებული „უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან ა(ა)იპ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (ს/ნ. 201990079) გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი (საფუძველი #12-032313796-03 17.05.2023);
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი
ირაკლი თავართქილაძე