29 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ნაქულბაქევი გიორგის ქუჩისთვის ნაქულბაქევის სახელის მინიჭების შესახებ;
2. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის ქუჩისთვის თამაზ ბუაჩიძის სახელის მინიჭების შესახებ;
3. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის სამადლოს სახელის მინიჭების შესახებ;
4. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, ალექსანდრე ცომაიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის წმინდა ექვთიმე აღმსარებლის სახელის მინიჭების შესახებ;
5. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, იოსებ კვაჭაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ;
6. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ალექსანდრე შავერზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
7. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლიხაურის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის ომარ ფხაკაშის სახელის მინიჭების შესახებ.
8. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მაქსიმე შარაძის სახელის მინიჭების შესახებ;