19 მარტს 16:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებთან რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავენ. დეპუტატები ზედამხედველობის სამსახურის ექვს თვიან ანგარიშს მოისმენენ.