9 აპრილს 10:00 საათზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, დედაქალაქში მდებარე 6 ქუჩისთვის, 9 აპრილს დაღუპული 6 ქალის სახელის მინიჭების თაობაზე საჯარო განხილვა გაიმართება. განხილვას დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკრებულოს დეპუტატები, 9 აპრილის საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე დამსწრე საზოგადოებასთან ერთად 9 აპრილის მემორიალს შეამკობს.
დღის წესრიგი:
1. ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ალექსანდრე ყანჩელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მზია ჯინჭარაძის სახელის მინიჭების შესახებ.
2. ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის მონაკვეთისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული თამუნა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ.
3. ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის მონაკვეთისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული თინა ენუქიძის სახელის მინიჭების შესახებ.
4. ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, რეხის II ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მანანა ლოლაძის სახელის და რეხის III ქუჩის მონაკვეთისთვის მანანა ლოლაძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ.
5. ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, რეხის შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ელისო ჭიპაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
6. ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული თამარ მამულაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.