თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს.
საკითხი დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.