თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ კომისიის წევრებს დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხები წარუდგინა.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები განიხილეს, რომლებიც კომისიის წევრებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა გააცნო.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.