თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია უძღვებოდა.
კომისიის წევრებს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ წარმოუდგინა.
დეპუტატებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
დღესვე სხდომაზე კომისიის წევრებმა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ შპს ,,არმლენდ ასოშიეტსა’’ და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე იმსჯელეს და საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.