თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც ჯაბა სამუშია თავმჯდომარეობდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.
გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს თბილისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესტულების 3 თვის ანგარიშია თაობაზე ინფორმაცია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ მიაწოდა.
კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს საკითხი -,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით პროგრამებისთვის/ქვეპროგრამებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ'’ და ამასთანავე, თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხებს დაუჭირეს მხარი.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომას კომისიების წევრებთან ერთად მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე ესწრებოდა.