თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ლევან არველაძე უძღვებოდა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.
საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი შესაბამისი განხილვის შემდეგ დაუჭირეს.