თბილისის საკრებულოში 11 კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე უძღვებოდა.
გიორგი ტყემალაძემ კოლეგებს დღის წესრიგი გააცნო და დეპუტატებს თბილისის ვიცე-მერის, მერის მოადგილეების, ასევე საქალაქო სამსახურების უფროსების და რაიონების გამგებლების კანდიდატურები წარუდგინა.
დღესვე სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის, ირაკლი ხმალაძისგან ქალაქის მთავრობის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა მოისმინეს, რის შემდეგაც გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
თბილისის მერის მოადგილეობის, საქალაქო სამსახურების უფროსობის და გამგებლობის კანდიდატებმა თბილისის საკრებულოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
კომისიების გაერთიანებულს სხდომაზე დეპუტატებმა წარმოდგენილ კანდიდატურებს დადებითი რეკომდაცია მისცეს.
თბილისის მთავრობას საკრებულოს წევრები უკვე წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ.