თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა თბილისში, რამდენიმე მისამართზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. აღნიშნული საკითხები საკრებულოს წევრებს მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნინო ბაგაშვილმა წარუდგინა.
დღესვე, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ბებიაშვილს მოუსმინეს და შარტავას ქუჩაზე არსებულ სამშენებლო ობიექტთან მიმართებით გაცემული ხელშემწყობი ღონისძიებების ფარგლებში, შპს ,,ინსის“ მიერ შესრულებული ვალდებულების დადასტურების თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.
საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 03,2024თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
სექტემბერი 13,2024თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
ივლისი 12,2024