თბილისის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის, საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა მაია გრძელიძემ წარადგინა.
როგორც მაია გრძელიძემ აღნიშნა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მომზადებულია სტრუქტურული ერთეულებიდან, რაიონების გამგეობებიდან და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მოწოდებული ინფორმაციისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის გათვალისწინებით.
დღესვე მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ 2024 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ, თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია დადებითად შეაფასა.