სამგორის რაიონში, სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი აშენდა. პროექტის მიმდინარეობას, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად გაეცნო.
კომპლექსის პირველ სართულზე მოეწყო 700 კვ.მ ჭიდაობის დარბაზი 200 ერთეული ტრიბუნით, გასახდელებითა და სველი წერტილებით. ამავე სართულზე განთავსებულია ექიმის, მსაჯების, უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციის ოთახები.
შენობის მეორე სართული დაეთმო ფიტნეს დარბაზს სველი წერტილებითა და გასახდელებით. დარბაზში შესაძლებელია განთავსდეს, როგორც ჭიდაობის ლეიბი, ისე ძიუდოს ტატამი. შენობას აქვს საპარკინგე სივრცე.
პროექტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს.
ადგილზე, დედაქალაქის მერის მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ასევე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იმყოფებოდნენ.