სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში, მუსიკოსის, ფოლკლორისტისა და პედაგოგის კუკური ჭოხონელიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ღონისძიება საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. ნინო ვარდოსანიძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და საკრებულოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩუღურეთის რაიონში გავხსენით დიდი ქართველი მუსიკოსის, პედაგოგისა და ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის სახელობის ქუჩა. ვფიქრობ სიმბოლურია, სადაც თავად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სწორედ ამ ქუჩაზე განხორციელდა აღნიშნული სახელდება '',-განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით გიორგი ტყემალაძემ მიმართა და კუკური ჭოხონელიძის შემოქმედებასა და ღვაწლზე ისაუბრა.
,,დღეს განსაკუთრებული დღეა. ოფიციალურად გავხსენით კუკური ჭოხონელიძის სახელობის ქუჩა. ამ ისტორიულ უბანს უკავშირდება მისი ცხოვრების დიდი ნაწილი , როგორც შემოქმედებითი ასევე ცხოვრებისეული.დიდია ამ ადამიანის ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის წინაშე. ეს არის ის მცირე წვლილი რაც ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ მისი სახელის უკვდავსაყოფად'',-აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე, ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მძლევარი“, კახაბერ ონაშვილის ხელმძღვანელობით „მრავალჟამიერი“ შეასრულა.
გახსნის ცერემონიალს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე , საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე , საქართველოს პარლამენტის წევრები ასევე კუკური ჭოხონელიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
სექტემბერი 24,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
სექტემბერი 03,2024