თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა, ქუჩებისთვის გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელების მინიჭების საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე დედაქალაქში არსებული ერთ-ერთი სკვერისთვის ქართველი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივას.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განხილული საკითხები დედაქალაქის საკრებულოს უახლოეს სხდომას დასამტკიცებლად წარედგინება.