თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. სხდომას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 632 132,6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 305 418,2 ათასი ლარი) მიმართებაში 326 714,4 ათასი ლარით, ხოლო 2023 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან (1 438 775,2 ათასი ლარი) შედარებით 193 357,4 ათასი ლარით არის გაზრდილი.
როგორც ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, ბიუჯეტის პრიორიტეტები მოსახლეობის მოთხოვნებს სრულად ასახავს. სახელდებისა და სიმბოლიკის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
სექტემბერი 29,2023