სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ და საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კალაძესთან და გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძესთან ერთად გლდანის რაიონში, კარლო მორეტის ქუჩის I შესახვევის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართეს. ადგილობრივები ითხოვენ, რომ კარლო მორეტის I შესახვევს ეწოდოს ჯვრის სახელი.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ მოქალაქეებს განუმარტა ქუჩის სახელდებისა და სახელის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურები.
მოსახლეობასთან გამართული მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია დაიწყებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და უახლოეს მომავალში მოსახლეობას შესთავაზებს წინადადებას, რა ფორმით იქნება შესაძლებელი ზემოთ აღნიშნული ცვლილების განხორციელება.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 14,2025საკრებულოს წევრები სამუშაო ვიზიტით ავსტრიის დედაქალაქში იმყოფებოდნენ
მარტი 21,2025სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
მარტი 14,2025