დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა თანხმობა მისცეს თბილისში სხვადასხვა რაიონებში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გაცემას, ასევე გაცვლითი და პირდაპირი ფორმით პრივატიზებასა და რამდენიმე ზონალურ ცვლილებას.
დღესვე, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა.ა.ი.პ. ,,ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციის საკითხსაც დაუჭირეს მხარი და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ იმსჯელეს.
საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაშიც.
სხდომას დეპუტატების გარდა, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი, ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ მათიაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუაძე და ქალაქგეგმარების პროექტების ავტორები ესწრებოდნენ.