თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საკრებულოს წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების,გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი სერგო ბირკაძემ წარმოადგინა.
კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა გააცნო.
დღესვე საკრებულოს წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში ზონალური ცვლილებები განიხილეს.
გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.