თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის 39-18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებს ცვლილებების შესახებ ინფორმაცია თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ნინო ბაგაშვილმა და ოთარ ჩიტიძემ წარუდგინეს.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.