თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, სხვადასხვა მისამართებზე არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
ამას გარდა, კომისიის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს დადგენილებაში. ურბანული კომისიის წევრებმა საკრებულოს კიდევ რამდენიმე დადგენილებაში შესატან ცვლილებებსაც დაუჭირეს მხარი.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში, რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
საკითხები ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა წარუდგინეს.