თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისთვის გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა.
კომისიის წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით; ასევე, თბილისში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები შეათანხმეს.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
დღესვე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.