თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა ნინო ბაგაშვილმა და ოთარ ჩიტიძემ წარუდგინეს.
სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, სხვადასხვა მისამართებზე არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
ამასთანავე, კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების საკითხები განიხილეს.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში, რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.