თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს, რომელიც საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა კულტურის, სპორტისა და ჯანდაცვის სფეროში მოქმედი პროგრამები, მათ შორის სპორტის მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა, დედაქალაქის გარეუბნების კულტურულ ღონისძიებებში მეტად ჩართვა და სხვა.
კომისიების წევრებმა გასულ წელს განხორციელებული პროექტები განიხილეს და ის კონკრეტული მიმართულებებზე იმსჯელეს, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებული იქნება.
მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ ცვლილებებს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს.