თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული’’ მოსწავლეთათვის წელს მეორედ იმართება. თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის (თემქა) მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა ზღვისუბნელ მოსწავლეებს დღეს ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში უმასპინძლა.
პროექტი თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან თანამშრომლობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. კვირეულის ფარგლებში, საკრებულოს 24 მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობით, 500-მდე მოსწავლე, თბილისის ათივე რაიონიდან მუზეუმებში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში ერთვება.
„ამ ინიციატივის მიზანია მუზეუმების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში,’’- განაცხადა თამარ ტალიაშვილი.
თბილისის მუზეუმებში მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. შეიქმნა სისტემატიზირებული და კოორდინირებული მენეჯმენტი, მოხდა მუზეუმების მოდერნიზება და პოპულარიზაცია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახტანგ ჭაბუკიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმებს. 18 მაისს კოტე და სოსო წერეთლების სახელობის განახლებული მუზეუმი გაიხსნა. ასევე, მზადაა გალაკტიონის და შიო არაგვისპირელის მუზეუმების სარემონტო სამუშაოების პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება.
კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023საკრებულოში საქართველოს „ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულზე მოსწავლე- ახალგაზრდების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართა
ოქტომბერი 10,2023კახაბერ ლაბუჩიძის ინიციატივით პოეტ გენო კალანდიას ახალი წიგნის „აფხაზური რვეულიდან“ პრეზენტაცია გაიმართა
სექტემბერი 28,2023