თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად, პროექტის ,,გადაწერე ვეფხისტყაოსანი’’ფარგლებში, საკრებულოში მრავალშვილიან დედებსა და ბავშვებს უმასპინძლა, რომლებმაც საკრებულოში დედა ენის კვირეულის ფარგლებში ვეფხისტყაოსანი გადაწერეს.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, სასიხარულოა, რომ მშობლები და შვილები ერთად მონაწილეობენ ამ მნიშვნელოვან პროექტში.
როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, პროექტი ,,გადაწერე ვეფხისტყაოსანი’’ 2017 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ხელით წერის კულტურის განვითარებას, გენიალური ნაწარმოების გარშემო ძველი და ახალი თაობის იდეურ გაერთიანებას.
პროექტის ფარგლებში, სტუმრებმა საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.