თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია ქალაქ თბილისის №220 საჯარო სკოლისთვის ზურაბ ძამუნაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ განიხილა 220-ე სკოლის სახელდების საკითხი, რაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოწონებულ იქნა. შედეგად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სკოლას მიენიჭა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ძამუნაშვილის, სახელი.
სკოლისთვის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გმირის დედა, ქალბატონი გენრიეტა ძამუნაშვილი, გმირის შვილები და თანაკლასელები. ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა ზურაბ ძამუნაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარმოდგენა.
როგორც თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, განაცხადა: „სკოლისთვის გმირის სახელის მინიჭება მნიშვნელოვანი ფაქტია და საამაყოა იმ თაობისთვისაც, რომლის აღზრდაც ჩვენი ვალდებულებაა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლებისა და მეცნიერის სამინისტროს, სკოლის დირექციას და სამეურვეო საბჭოს ამ ინიციატივისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს საინტერესო, ემოციური და მრავალფეროვანი წარმოდგენისთვის".
ლეიტენანტი ზურაბ ძამუნაშვილი ამავე სკოლის კურსდამთავრებული და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის მფლობელია. მან მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში ტამიშთან, ლაბრასთან, ასევე კინდღთან. 1993 წელს, სოხუმის დაცემის დროს, მოწინააღმდეგემ მისი ტანკი ააფეთქა, რის შემდეგაც ის 1996 წლამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ზურაბ ძამუნაშვილის ცხედარი თბილისში 25 წლის შემდეგ, 2018 წელს, გადმოასვენეს და კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.
კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023საკრებულოში საქართველოს „ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულზე მოსწავლე- ახალგაზრდების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართა
ოქტომბერი 10,2023კახაბერ ლაბუჩიძის ინიციატივით პოეტ გენო კალანდიას ახალი წიგნის „აფხაზური რვეულიდან“ პრეზენტაცია გაიმართა
სექტემბერი 28,2023