თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში პრეზენტაციის სახით წარმოადგინა.
ელენე ჭკუასელმა ფონდის შექმნის მიზნებზე დეტალურად ისაუბრა და ყურადღება მუშაობის პრინციპებზე, განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა.
დღესვე, კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მიმართა.
ლევან მიქავამ სხდომაზე "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის № 49-97 დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება სულ 2 685,7 ათასი ლარით და შეადგენს 2 195 548,6 ათას ლარს.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.