თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე დედაქალაქში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების დადგენილების პროექტის თაობაზე იმსჯელეს. სხდომა დეპუტატებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლების, წამყვანი ფესტივალებისა და შემოქმედებითი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განმარტებით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი“ ხელს შეუწყობს დედაქალაქში კულტურულ, შემოქმედებით და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო აქტივობას, შექმნის კონკურენტუნარიან გარემოს, პროცესს კი მეტ საჯაროობასა და გამჭვირვალობას შესძენს.
მისივე განმარტებით, პროექტი ორიენტირებულია დედაქალაქში კულტურის მდგრადობის, ამ სფეროში დასაქმებული პირების, ასევე, ინოვაციური და კრეატიული ინიციატივების მხარდაჭერაზე.
როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, წარმოდგენილი დადგენილების პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საბიუჯეტო პროგრამით „შემოქმედებითი თბილისი“ შეთავაზებული შესაძლებლობა, რომლის ფარგლებში, წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, გამოცხადდება ელექტრონული კონკურსი.
კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეები მაკა ნასრაშვილი და ზაზა ცინაძე, რომლებმაც დეტალურად ისაუბრეს წესის თაობაზე და დეპუტატებისა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებმა, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს.
კახა ლაბუჩიძემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 22,2024ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა
ოქტომბერი 22,2024საკრებულოში სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ოქტომბერი 21,2024