თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მე-7 საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ნომინაციაში ,,საზოგადოებრივი აზრი’’ გამარჯვებულებს ,,არქიტექტურული პრემია 2018’’ გადასცა.
,,ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ასეთი ფესტივალი, როგორც ხელოვანთა პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ისე დედაქალაქში ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებისთვის,’’- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიკოსი გიგა ბათიაშვილი, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე ხელოვანები.
არქიტექტორთა და დიზაინერთა საერთაშორისო ფესტივალი ,,საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის’’ ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისში 2006 წლიდან ტარდება.