თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობას ბოლო ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მათი აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
დეპუტატმა მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ, რაც სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსების უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და მაჟორიტარის ინიაციატივით განხორციელებულ თუ ინიცირებულ პროექტებს მოიცავდა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, თბილისის მერიასა და ნაძალადევის გამგეობასთან კოორდინირებული მუშაობით, ზღვისუბანში ბოლო ერთი წლის განმავლობაში შვიდ მისამართზე დაიგო გზის საფარი; მომზადდა 6 გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 სპორტულ მოედანს, მოეწყო სკვერები და სატრენაჟორო სივრცეები; ბრტყელი სახურავით გადაიხურა 11 კორპუსი, ერთ კორპუსს გაუკეთდა ქანობრივი გადახურვა, დამონტაჟდა ლიფტები, 13 კორპუსში შეიცვალა საკანალიზაციო არხები.
მოქალაქეებთან ანგარიშის წარდგენისას, თამარ ტალიაშვილმა მისივე ინიაციატივით წამოწყებულ ყველა იმ მნიშვნელვან პროექტს გაუსვა ხაზი, რომელიც თბილისის ახალი გენგეგმის თანახმად, თბილისის ზღვისუბანში თემქის ხევის ადგილზე საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობას ითვალისწინებს.
ანგარიშის წარდგენისას დეპუტატმა დეტალურად წარმოადგინა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის რანგში მისი საქმიანობის შედეგები და ინიციატივები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციაში (NALAG) მისი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მოქალაქეებს დეპუტატისგან მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით პასუხის მოსმენის შესაძლებლობაც მიეცათ.
კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023საკრებულოში საქართველოს „ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულზე მოსწავლე- ახალგაზრდების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართა
ოქტომბერი 10,2023კახაბერ ლაბუჩიძის ინიციატივით პოეტ გენო კალანდიას ახალი წიგნის „აფხაზური რვეულიდან“ პრეზენტაცია გაიმართა
სექტემბერი 28,2023