თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა და ფრაქციის ,,ქართული ოცნება - მრეწველები’’ ხელმძღვანელმა ლევან დარახველიძემ ერევნის საკრებულოს დეპუტატებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, რომელიც თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ინიციატივით შედგა,
კავკასიური დიალოგის ხელშეწყობაზე, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოში არსებული გამოცდილებისა და რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
გამოცდილების გაზიარების მიზნით მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ თვითმმართველობის იმ რეფორმაზე ისაუბრეს, რომელიც თვითმმართველობის ევროპულ ქარტიის პრინციპებს ეფუძნება.
თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას ასევე დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, ნინო მაღრაძე ესწრებოდა.